Загрузка...
კარლო კაჭარავა - ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა / karlo kacharava - khangrdzlivi mogzauroba ghameebs mighma - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა / karlo kacharava - khangrdzlivi mogzauroba ghameebs mighma


1:06 PM
კარლო კაჭარავა - ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა / karlo kacharava - khangrdzlivi mogzauroba ghameebs mighma
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში
მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,
გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო
წიგნი ყდაგაცვეთილი
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით.
ღალატით, როგორც ცხოვრების წესით, სიცივეში ჩაის სმით.
საცხოვრებლებში დაფანტული ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს,
სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთ
ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ
თითქოს უბოროტო შურისძიებით.

აგვისტო 1989.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1150 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0