Загрузка...
კარლო კაჭარავა - ღამის წინ / karlo kacharava - ghamis tscin - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - ღამის წინ / karlo kacharava - ghamis tscin


1:07 PM
კარლო კაჭარავა - ღამის წინ / karlo kacharava - ghamis tscin
ხოლო მათ ეცვათ რაღაც უმბრისფერი და მწვანე, მაშინ, როცა დღე საბოლოოდ ქრება.
და ვიღაც მათ გვერდზე მოდიოდა შადრევანში დასველებული ფრთებით.
მისი სილუეტის მიღმა ჩანდა ქარხანა, მისტიკური ფანტომი-იარაღი
და უნებლიე საცხოვრებელი ოცნებებისა,
უკეთესი ცხოვრების შესახებ, რომელშიც მუშები მცენარეებს ჰგავდნენ
ჭუჭყიანი ტბის ფსკერზე.
ვაგლახ, რომ მათ მთვარეულ მოძრაობებს
ქარხნის მიღმა, ქარხანაზე უფრო დაუნდობლად სპობდა გარემო.
დამძიმებული დიდი ხნის წინ შობილი,
ან სულაც ამ წამს გაჩენილი სურვილებით,
რომელთა უკან ამოფარებული ადამიანისმაგვარი არსებები
დაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთში ღვთისნიერს.
მაშ ასე, ღამდებოდა და ისინი მიდიოდნენ ჭუჭყიანი პარკისაკენ,
საიდანაც მათ შესახვედრად გამოვიდა ვიღაც,
შადრევანში დასველებული ფრთებით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1157 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0