Загрузка...
კარლო კაჭარავა - სიყვარული კომენდანტის საათის დროს / karlo kacharava - sikvaruli komendantis saatis dros - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - სიყვარული კომენდანტის საათის დროს / karlo kacharava - sikvaruli komendantis saatis dros


1:08 PM
კარლო კაჭარავა - სიყვარული კომენდანტის საათის დროს / karlo kacharava - sikvaruli komendantis saatis dros
შალვას გრძელი ლაბადა ეცვა, ის მღეროდა ორ ბოთლ არაყზე,
რომელიც უნდა წაეღო გაზაფხულის წვიმაში პატრულთა მიღმა,
ქართველ და რუს ქალებსა და მამაკაცებზე. ჩაშლილ როკ-გასტროლებზე.
რაიონებში "მიტინგოსნებზე" და ვიღაცაზე, ვინც მასავით 1960 წელს დაიბადა.
გარეთ აღარ წვიმდა.
სამედიცინო ინსტიტუტთან პატრულები მანქანებს აჩერებდნენ.
მოგვიახლოვდა კომენდანტის საათისა და ერთგულ მეუღლეთა ღამე.
ძაღლი წვიმაში სადღაც ეკლესიასთან და უმიზნოდ გადაყრილი ნიშნები.
გადაღებული პოლიტიკური გრაფფიტის არითმია.
ვერაფერი გვიწესრიგებს ყოფას.
"ჩვენს სამშობლოს არ შეუძლია სპონსორის გარეშე ყოფნა,
სპონსორი თუნდაც თურქეთი იყოსო" - ვიღაცას უთქვამს.
შალვა კი მძიმედ სუნთქავს, ოთახიდან გასვლისას ძაღლს ეფერება.
გრძელ წვერსა და ღიპს შორის გულთან იხუტებს ბოთლებს და ლიფტში იცინის.
ანგელოზთან ერთად თავქვედაშვებული სად დავიწყებთ ტირილს?
რომელი ბაღიდან გამოგვიწვდიან ხელს სველი მიწის გასწვრივ
მოარულ ტანკებს შორის?
ეს არის სიყვარული კომენდანტის საათის დროს.
შიში და სამხედრო-სპორტული რეჟიმი.
გოთიკურ კათედრალთა მსგავსი ფოლიანტები და ხელები,
რომლებსაც საყვარელი ქალის სუნი ახსოვთ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0