Загрузка...
კარლო კაჭარავა - სირენა / karlo kacharava - sirena - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - სირენა / karlo kacharava - sirena


1:20 PM
კარლო კაჭარავა - სირენა / karlo kacharava - sirena
ეძღვნება ფ. მაზერელის "სირენას"

"სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა
გაღარიბებული და გაუფასურებული!"

სიუზან სონტაგი

ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა.
ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა.
ქალის ყვირილზე ის ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში.
შეშფოთებული და ბედნიერი, რომ შეუძლია გადაარჩინოს.
კეიტ ბუში, სოფი, ბ. ჰავკინსი, ტორი ამოსი.
მეოცნებე მუშა დაიღუპა ჭუჭყიან ზღვაში - ღამესავით ბნელ წყალში.
იახტიდან გადმოვარდნილი ქალი კი, როგორც ყოველთვის,
უკანასკნელ გადამწყვეტ წამს გადაარჩინა იახტის მფლობელმა
პოლიტექნიკურმა პრინცმა -
და მათმა ერთბაშად დამშვიდებულმა იახტამ გააგრძელა სრიალი
ბნელი წყლის ზედაპირზე.
მრავალფეროვნად მოციმციმე ნაპირის ილუმინაციათა შესახვედრად.
გარდაცვლილი მუშისთვის ღამის ზღვა
ბავშვობისდროინდელ მუდამ სველ საწოლად იქცა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1040 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0