Загрузка...
კარლო კაჭარავა - მოსკოვური ღამეები / karlo kacharava - moskovuri ghameebi - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - მოსკოვური ღამეები / karlo kacharava - moskovuri ghameebi


1:23 PM
კარლო კაჭარავა - მოსკოვური ღამეები / karlo kacharava - moskovuri ghameebi
მე მახსოვს ეს ჰიბრიდი, მაზერელის ქალაქში მოცეკვავე
გუსტავ მორის სალომეა და სტრინდბერგის მოჩვენებები.
მოსკოვში ტაქსიდან დანახული ძლივსშესამჩნევი თოვა.
გლაზგოდან ჩამოსული ემა ბევრს ლაპარაკობს რუსეთზე.
ღამეა, როცა ღამეა.
ბესტუჟევის ქუჩაზე კი ათვალიერებენ ჩემს ალბომს
და იციან, პატრონი ჯერ არ მოვა.
ასე გათენდა;
ჩვენ ვსვამდით არაყს და ყავას, ვაყოლებდით ხორცს და მურაბას.
სამყარო, ჩვენი სამყარო, ისეც საკმაოდ ღარიბი,
მაინც გვიყვარდა ამ ოთახიდან,
სადაც საუბრობდნენ: ონკოლოგები, პოეტები, მსახიობები
და გვაცინებდა ვიღაც ხუმარა.
თენდებოდა.
ღამით გასრულებული მოგზაურობა სარკმლებში სინათლით -
ყოველი მხრიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 973 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0