Загрузка...
გიგა ლაბარტყავა - ძვირფასო / giga labartkava - dzvirfaso - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გიგა ლაბარტყავა - ძვირფასო / giga labartkava - dzvirfaso


1:35 PM
გიგა ლაბარტყავა - ძვირფასო / giga labartkava - dzvirfaso


ჩემო ძვირფასო, სად გამირბი?!
რად მეურჩები?!
გულით მწადია უსასრულო ტრფობა გაჩუქო,
მომანდე შენი სანუკვარი
მარწყვის ტუჩები,
რომ უწრფელესი,
ცხელი კოცნით დაგასაჩუქრო!
რატომ უხეშობ?! რისთვის მებრძვი?!
რამ გაგაცივა?!
ნუთუ გგონია,
გულისძახილს რისხვით მოცდები,
მერწმუნე, ავი სიკაპასე მაინც გაგცვივა,
და სამუდამოდ გულით _
გულზე შემიხორცდები!
კიდეც რომ მომკლა,
მრისხანების თეთრო ალმასო,
მე საიქიოს მომსახურე აღარ გავხდები,
სხეულს მივაგდებ უდარდელად ჩემო ლამაზო,
და ჩემი სულით შენს სხეულში ჩაგისახლდები!
მაინც იქნება ტრფიალება ჩვენი დაცული,
რადგან შეიგრძნობ შინაგანად
ვნებებს მალულებს,
როს მიწიერი უხეშობით გადაქანცული,
ჩვენი სულები შენს სხეულში ისიყვარულებს!
დამნებდი ტურფავ, ნუ გამირბი, ნუ მეურჩები,
გავუბათ გულებს უწმინდესი გულის ძაფები,
მაჩუქე შენი სანუკვარი მარწყვის ტუჩები
და უწრფელესი უკვდავებით დაგეწაფები!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1134 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0