მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » დიმიტრი მაჩხანელი - აღსდექ, მწერლობავ / dimitri machkhaneli - aghsdeq, mtscerlobav
1:41 PM დიმიტრი მაჩხანელი - აღსდექ, მწერლობავ / dimitri machkhaneli - aghsdeq, mtscerlobav
დაჟანგდი, ხმალო, ჩასველდი, თოფო, წავიდა თქვენი დრო და დღეობა, აღზდექ, მწერლობავ, და გაგვიწიე მოსამართლობა, ძმობა, მზეობა.
გაჰქრი, მტერობავ, ჩაძაღლდი, შურო, დღეს დრო დაგვიდგა განათლებისა, აღზდექ, მწერლობავ, და ამოფხვერი ყოველი თესლი ბოროტებისა.
მოკვდი, სისაწყლევ, შორს უმეცრებავ, თქვენ ჭირად გაჩნდა მეცნიერება, აღზდექ, მწერლობავ, და მოგვანიჭე ცოდნა, სიმართლე, ბედნიერება.
ნუ გრგვინავ, ცაო, ნუ სჭექავ, მეხო, თქვენგან არ ძრწიან სიმართლის მტერნი, აღზდექ, მწერლობავ, და ამომუსრე ორ-ფეხა მგელნი და ჭია-მტვერნი!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 893 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: წიგნები, leksebi, leqsi, leksi, leqsebi, ლექსები, პოეზია, ლექსი, წიგნი, poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|