Загрузка...
დიმიტრი მაჩხანელი - ორი სურათი / dimitri machkhaneli - ori surati - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » დიმიტრი მაჩხანელი - ორი სურათი / dimitri machkhaneli - ori surati


1:44 PM
დიმიტრი მაჩხანელი - ორი სურათი / dimitri machkhaneli - ori surati


I
ქარი ჰბერავს, ქარი ღმუის, ზუზუნებს;
ჩვენს ბუხარში ცეცხლი მკვახედ გუგუნებს,
დედა მწვადს სწვავს, “ნანა ვარდოს” დუდუნებს;
ბოლთის ცემით მამა ტკბილად ღუღუნებს;
ბუხრის ძირას ბებია ზის, წუწუნებს;
მის კალთაში კატა ნაზად კრუტუნებს.

II
მოკვდა მამა. ქარი ისევ ზუზუნებს;
ჩვენს ბუხარში წვიმა ჩამოჟუჟუნებს;
დედა ტირის, ბებო ძილში წმუკუნებს;
კატა კნავის, ძაღლსა შიან, წკმუტუნებს;
ჩვენი თამრო წიგნს არ სწავლობს, სლუკუნებს,
ბებია-კი ჯავრობს და უზმუკუნებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1143 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0