Загрузка...
დიმიტრი მაჩხანელი - ნაწყვეტები / dimitri machkhaneli - natskvetebi - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » დიმიტრი მაჩხანელი - ნაწყვეტები / dimitri machkhaneli - natskvetebi


1:44 PM
დიმიტრი მაჩხანელი - ნაწყვეტები / dimitri machkhaneli - natskvetebi


... ნუ მეტრფი ქალწულს,
ჭაბუკო

ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო,
ნუ ამბობ: შემიყვარეო;
ჯერ მიჩვენე რამ გმირობა,
ქვეყანა ანეტარეო,
დაჩაგრულ მოძმეთ უშველე,
სიცოცხლე გაიმწარეო
და მერე ჩემი მშვენება
მალამოდ მოიხმარეო.

ნუ ჰგმინავ, ლომო, ტყვედ-ქმნილო,
ნუ გაგტეხია გულია,
აღზდეგ გასწორდი წელშია,
ვით ალვა ედემს რგულია,
დალეწე მტრისა ბორკილი,
დუშმანს გაუფთხე სულია
და დაიბრუნე დიდება,
ღალატით დაკარგულია.

ნუ იამაყებ, თუნდ იყო
ცხრა-თავა ბაყბაყ დევია,
ნუ იტყვი: ის რას დამაკლებს,
მე ვარო მძლეთა-მძლევია!
გახსოვდეს: კოვზსა პაწიას
დიდი ზღვა დაულევია,
“ალვის ხე, ცამდის ასული
ჭინჭველას წაუქცევია”!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1030 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0