| მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » დიმიტრი მაჩხანელი - მესტვირე / dimitri machkhaneli - mestvire 
 
 
 
| 1:45 PM  დიმიტრი მაჩხანელი - მესტვირე / dimitri machkhaneli - mestvire
 
 | საქართველო მოვიარე, ვადიდე და ვაძლიერე;
 ზღვის ოდენა შაირები
 სტვირით გავაქვეყნიერე.
 
 დედა-ენაც გავამდიდრე,
 კილო გავუმშვენიერე;
 გავატკბილე, გავათაფლე,
 გავამადლნაყოფიერე;
 
 ტანჯულს გული მოვუშაქრე,
 მკვდარი მოვასულიერე;
 ჭკვიანს გონი მოვუმატე,
 უფრო გავამეცნიერე;
 
 უნუგეშო ვანუგეშე,
 უჭკვო მოვაგონიერე;
 ვაჟი კაცსა ვაჟკაცობის
 წადილი გავუძლიერე;
 
 ლაჩარი გავალომგმირე,
 უგრძნო გავაგრძნობიერე;
 მრუდს ღალატი შევაზიზღე,
 გულქვა გავალმობიერე!
 
 ვირს წიხლი მოვაშლევნე,
 ბრიყვი გავაგულხმიერე;
 ეშმაკს გული დავუდაღე,
 უღვთო მოვაღვთისნიერე;
 
 მტრობა დავწვი, დავანელე,
 ძმობა გავაგულძლიერე;
 მშვიდობას თაყვანი ვეცი,
 კეთილი ვაბედნიერე;
 
 სიყვარული გავამეფე,
 მადლი გავასახიერე;
 მოძმე მოძმეს შევაყვარე,
 გავაკეთილგონიერე;
 
 ერთობა და სიყვარული
 გავუმრავალჟამიერე...…
 ეგრე, სტვირო, ჩემო სტვირო,
 უკარ და იღვთისნიერე:
 
 ავი-მავნე შეარცხვინე,
 კარგი მოიმადლიერე,
 მძინარას ძილი დაუფრთხე,
 უქმი გაასაქმიერე!..
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1281 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 
 
 
 |