| მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » დიმიტრი მაჩხანელი - დედას / dimitri machkhaneli - dedas 
 
 
 
| 1:46 PM  დიმიტრი მაჩხანელი - დედას / dimitri machkhaneli - dedas
 
 | ნუ სტირი, დედავ, ტყვედ-ქმნილო, ნუ გაგტეხია გულია,
 აღზდექ, გასწორდი წელშია,
 ვით ალვა, ედემს რგულია,
 
 დალეწე მტრისა ბორკილი,
 დუშმანს გაუფრთხე სულია,
 და დაიბრუნე დიდება -—
 ღალატი დაკარგულია.
 
 მას უალერსე მშობლურად,
 ვინც შენი მოყვარულია,
 ვინც შენთვის ცრემლებს აწვიმდა,
 გულზე ცეცხლმოდებულია,
 
 ვინც შენის გამოხსნისათვის
 იყო თავგანწირულია,
 ვინც შენთვის საფლავს ჩავიდა
 მტრისაგან დატანჯულია;
 
 და მას-კი გული გაუპე,
 ვინც მავნე - ვერაგულია,
 ვინც მალვით ძირსა გითხრიდა,
 რამ ჯილდოს მონატრულია;
 
 ნუ შეიბალებ იუდას,
 გააქრე წყეულ-კრულია,
 მის ლეში ძაღლებს გადუგდე,
 ეშმაკს ანებე სულია!..
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1002 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |