Загрузка...
კორნელი სანაძე - რა მიყვარს? / korneli sanadze - ra mikvars? - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კორნელი სანაძე - რა მიყვარს? / korneli sanadze - ra mikvars?


1:58 PM
კორნელი სანაძე - რა მიყვარს? / korneli sanadze - ra mikvars?


რა მიყვარს? _ ჩემი ზვიადი მთები,
ჩემი ქვეყანა მზით მონანავე,
წიფლების ძირში ლურჯი იები,
მზის ამოსვლისას თვალს, რომ ნაბავენ.
მიყვარს ტატნობი, ტბაში ვერხვები,
განთიადების იდუმალება,
მთებში ჯანღი რომ შემომეხვევა
და მოლაღურის მესმის გალობა.
მიყვარს წყარონი, მოცქრიალენი,
წისქვილის როკვა, კაკბის კაკანი,
ღრუბლები ცაზე მოციალენი, _
დედის მძებნელი თეთრი ბატკანი.
დავდივარ, დავალ ბედის მხატვარი,
შევნატრი ამ ველთ, ამ ქედებს, ამ ცას,
ტილოს გავანდობ გულში ნატარებს,
ჯერ რომ დავხატო და მერე დამწვას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1156 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0