Загрузка...
კორნელი სანაძე - საყვარელ ქუჩაზე / korneli sanadze - sakvarel quchaze - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კორნელი სანაძე - საყვარელ ქუჩაზე / korneli sanadze - sakvarel quchaze


2:00 PM
კორნელი სანაძე - საყვარელ ქუჩაზე / korneli sanadze - sakvarel quchaze


გაირღვა ღრუბელი და მთვარე _ გოლიათს
სხივები მოსტაცა, ქუჩებში დაჰყარა,
მივდივარ, მივყვები და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარა.
საყვარელ ქუჩაზე ბრწყინვალე თვალიანს
მივყვები, მომყვება ხეივნის აჩრდილი,
საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია,
მრავალი ქალია _ მაისის ყვავილი.
ვუცქერი აივანს _ ვარდისფერზოლიანს,
სარკმელთან გოგონამ ღიმილი მაჩუქა.
მივდივარ, ვუცქერი, და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ, პატარა, ხუჭუჭა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1402 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0