Загрузка...
გვანცა ჯობავა - მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას) / gvanca jobava - mzisken amifrindnen toliebi... (poetis tragedias) - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას) / gvanca jobava - mzisken amifrindnen toliebi... (poetis tragedias)


2:12 PM
გვანცა ჯობავა - მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას) / gvanca jobava - mzisken amifrindnen toliebi... (poetis tragedias)


ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...)

მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები,
მზისკენ ამიკენკეს განაჩენი,
გუშინ ჩემს ბუდეში ვიგულე და,
დღეს კი შემატოვეს გადარჩენას.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩვენი შეწყვეტილი სიმღერები,
მზემ თქვა, მე მფარველი ვიქნებიო
იმ ცის, რომლისკენაც ვიხედები.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩემი შეწყვეტილი პოეზია.
როგორ გადავურჩე წყალდოდობას,
როცა კიდობანი ნოესია.

რისთვის დავიჩემო პოეტობა,
რისთვის დავამღერო ან ფანდურზე,
შენი შეწყვეტილი სიცოცხლიდან
შენთან შეხვედრამდე გადავფურცლე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1191 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0