Загрузка...
გვანცა ჯობავა - პატარა ნავი (ხელოვანს) / gvanca jobava - patara navi (khelovans) - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - პატარა ნავი (ხელოვანს) / gvanca jobava - patara navi (khelovans)


2:14 PM
გვანცა ჯობავა - პატარა ნავი (ხელოვანს) / gvanca jobava - patara navi (khelovans)


ამბობ, რომ თამაშობ წვიმას,
ამბობ, რომ ქვიშის ლექსებს წერ...
და მიაქვს ისინი ზღვას...
მე კი მივდივარ ზღვასთან,
ვაგროვებ კენჭებს – შენს ფერს,
და მინდა ზღვამ თვითონვე თქვას,
რომ მეტამორფულია შენი სიტყვები,
რომელსაც პარავს თავის ნაპირებს...
მეტამორფიზმი ხარ მისი ტალღების
მუსიკის. უჩუმრად დამხობას აპირებ
ყველა ხმაურის,
რაც კი დეკემბრის ზღვას აქამდე
ხმაური ეგონა.
ყველა კლავიშის,
რომელზეც ეგონა უკრავდა.
ყველა გზის,
რომელსაც დაადგა,
როგორც მუსლიმი დარვიში.
მეტამორფიზმი ხარ დეკემბრის ზღვის,
და მიჰყვები მას პატარა ნავივით,
შენთვის და ჩუმად,
და იცი, რომ უფრო ნელა მიხვალ
მეორე ნაპირთან...
და ფიქრობ, თუნდაც...
ამბობ, რომ თამაშობ წვიმას...
მე გეტყვი...
გთამაშობს ზღვა
და გთამაშობს დეკემბრის წვიმა...
მე ვიცი, გაცურავ პატარა ნავივით,
შენთვის და ჩუმად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1106 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0