Загрузка...
გვანცა ჯობავა - ხელების ტანგო / gvanca jobava - khelebis tango - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - ხელების ტანგო / gvanca jobava - khelebis tango


2:15 PM
გვანცა ჯობავა - ხელების ტანგო / gvanca jobava - khelebis tango


მე და შენს შორის განსხვავება არის მასალა,
რომლითაც ვშლით და ვაწყობთ
ჩვენ–ჩვენს დედამიწას...
მე და შენ ვართ ორნი ერთი საერთო ჰაერით,
მანამდე, სანამ გვიდგას საერთო მაგიდაზე
ჩვენ–ჩვენი ყავის ფინჯანი.
ვსვამთ იშვიათად. უფრო მაშინ, როცა გულში
სათქმელს ვალაგებთ და მახსენდება,
ერთხელ დედამ მითხრა,
არასდროს ჩამეხედა თვალებში თვალების იქით
მისთვის, ვისგანაც უკან გზას ვერასდროს
გამოვიგნებდი. გიცანი.
ანუ არასდროს არ უნდა შემყვარებოდა
თავდავიწყებით. მინდოდა შენი თვალების იქით
ჩახედვა, მაგრამ არ ჩავიხედე.
მე–ს და შენ–ს აქვთ ერთი საერთოც: ჩვენი ხელები,
რომლებიც ვერასდროს გადაეყრებიან ერთმანეთს,
ვერც შემთხვევით.
მაგრამ შექმნიან ერთმანეთთან ვერ შეხვედრის
ყველაზე უფორმო სილუეტს. ორივე თავისებურს.
და ვიდრე მე
ვპოულობ შენში გულგრილობას, ცხადს თუ მოგონილს,
შენ უკვე იცი, რომ მე მეტად აღარ მოვალ. და იმ წამს თითქოს
კიდეც ვემთხვევით.

და თუნდაც...
და მაინც... ორივეს
გვიღირს ერთად ყოფნა მხოლოდ ერთი დღით,
ან იქნებ კიდეც მხოლოდ სადღაც ერთი საათით, იმად
რომ მერე ვნახოთ როგორ ვსუნთქავთ უჰაერო სივრცეში,
იმად, რომ მერე სადღაც რაღაც ჩუმად გვტკიოდეს.
და ვქმნიდეთ. ვქმნიდეთ ტკივილის სილუეტს.
მე და შენს შორის არის ახლა ხიდი და ქუჩა, რომელზეც
სულ ერთხელ, მაგრამ მაინც ერთად ვიომეთ.

მე და შენ ვიყავით ორნი ერთი საერთო ჰაერით,
მანამდე, სანამ გვედგა საერთო მაგიდაზე
ჩვენ–ჩვენი ყავის ფინჯანი.
ვსვამდით იშვიათად და გულში ამ უცნაურ
შეხვედრას ვამართლებდით, მაგრამ უიმედოდ:
მე – ვზივარ პოეტი შენს წინ და ვიცი, რომ ვერასდროს
გიერთგულებ უფრო მეტად, ვიდრე ჩემს პოეზიას,
რადგან
შენ – ზიხარ მხატვარი ჩემს წინ და იცი, რომ ვერასდროს
მიერთგულებ უფრო მეტად, ვიდრე შენს მხატვრობას
(ორივემ ვიცით, რომ ვკითხულობთ ერთმანეთის აზრებს,
თითქოს იდუმალს, მაგრამ არ ვიმჩნევთ,
და ვამბობთ ხმამაღლა: არ მიცნობ!).
მე–ს და შენ–ს აქვთ ერთი საერთო: ჩვენი ხელები,
რომლებიც ვერასდროს შექმნიან ერთმანეთს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 973 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0