Загрузка...
გვანცა ჯობავა - უსახელო პოეტს / gvanca jobava - usakhelo poets - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - უსახელო პოეტს / gvanca jobava - usakhelo poets


2:16 PM
გვანცა ჯობავა - უსახელო პოეტს / gvanca jobava - usakhelo poets


ამ დილით ბიჭი გადმოხტა სახურავიდან.
ალბათ ახლა უკვე დასტირის დედა
სხეულს სულის გამმეტებელს.
ცხრამეტი გაზაფხული რომ დაჰყოლია ბედად.

პოეტი ყოფილაო... წვიმასავით გადაესხა
მთელ ქალაქს ახალი ამბავი.
ქალაქმა ქოლგები მოიმარჯვა და აიცილა,
ჩამოცურდა ქოლგებიდან და მიწას შეახმა.
დილით მენაგვემ ცოცხით შეაგროვა და
გადაყარა, როგორც ნაგავი.

ცხოვრობდა პოეტი და დარჩა სიცარიელე.
იყო სიცარიელე და დაივიწყეს.
ან იქამდე ახსოვდა კი ვინმეს?!..

და მეც ერთი უნიჭო, უსახელო არტისტი,
ყოველდღე გამოვდივარ სცენაზე და
სიცარიელეს ვთამაშობ.
ისე, რომ არც კი ვიცი,
სჭირდება კი "არაფერს" შემსრულებელი?!..
ჰოდა, მიმიშვით უსახელო არტისტი,
უსახელო პოეტის ნაცრემლარი დავაშრო...
წასული პოეტის "არაფერი" ვითამაშო...

გუშინ ბიჭი გადმოხტაო სახურავიდან,
ცა ახლა მის სულზე ქარებთან კამათობს,
ხალხი კი უბრალოდ იტყვის, რომ, საბრალო,
ცხოვრებით დათვრა და უდროოდ წავიდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 951 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0