Загрузка...
გვანცა ჯობავა - უთუოდ მოთოვს / gvanca jobava - utuod motovs - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - უთუოდ მოთოვს / gvanca jobava - utuod motovs


2:16 PM
გვანცა ჯობავა - უთუოდ მოთოვს / gvanca jobava - utuod motovs


თითქოს ამაღამ უთუოდ მოთოვს,
თითქოს დამიგებს ზამთარი ლოგინს,
მეტყვის, რომ გუშინ ავად ვიყავი,
შევეკითხები: მოვრჩები როდის?
თავს ამარიდებს. არ გამცემს პასუხს.
თოვლში დაკარგულებს აწვენენ მხოლოდ,
მაღალი სიცხით, დაბალი წნევით,
ჩვენივე თავთან მუდამ რომ ვომობთ.
თავს ამარიდებს, არ გამცემს პასუხს,
არ მეტყვის, რომ მე გავხდი ბოლო დროს,
რომ ჩემი ლექსის ყველა ტაეპით,
მთლად ვემსგავსები მუნჯის მონოლოგს.
თითქოს ამაღამ უთუოდ მოთოვს,
თითქოს მიპოვის ყველა იარას,
მეტყვის, რომ ხმაურს ნულის ფასი აქვს,
რადგან ზეცა თოვს, მიწა კი არა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1048 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0