Загрузка...
გვანცა ჯობავა - ტყუპისცალი / gvanca jobava - tkupiscali - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - ტყუპისცალი / gvanca jobava - tkupiscali


2:18 PM
გვანცა ჯობავა - ტყუპისცალი / gvanca jobava - tkupiscali


ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს...
ვერასდროს ვემთხვევით...
მე რომ წინ მივდივარ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება,
მე რომ მიხარია, ის მუდამ ტირის,
მე რომ ბეჯითი ვარ, ის ამ დროს ზარმაცობს.
მე რომ მძინავს, იმას ღვიძავს,
მე რომ ვჩხუბობ, ის საშინლად მშვიდია,
მე რომ ვწვიმ, ის ამ დროს მზეობს,
მე რომ ვქმნი, ის წიხლებით თელავს,
მე რომ დღეებს ვხატავ, ის – ღამეებს,
მე რომ ლექსებს ვწერ, ის ლექსებს მილანძღავს,
მე რომ ვლოცულობ, ის ამთქნარებს,
მე რომ მინდა, იმას არ უნდა,
მე რომ მცივა, იმას სცხელა,
მე რომ მშია, ის ლუკმას არ იდებს,
მე რომ მტკივა, ის საწოლში ნებივრობს,
მე რომ ვკვდები, ის იბადება,
მე რომ მიყვარს, იმას ეცინება,
იმას არ უყვარს...
ან ყველაფერი პირიქით...
ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით,
მივდივართ სულ იქით,
სადაც მზენაკლული ვერხვები
სხვადასხვა ფორმის ფოთლებს
ყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთ
ფოთლებს და ჩვენი ფოთლებიც
არასდროს ემთხვევა და მდორე
წყალივით ვტკეპნით კალაპოტს.
ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე,
ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!"
რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხან
მინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა.
ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე.
გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 992 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0