Загрузка...
გვანცა ჯობავა - ოსანა, სტეფანწმინდას! / gvanca jobava - osana, stafantscmindas! - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - ოსანა, სტეფანწმინდას! / gvanca jobava - osana, stafantscmindas!


2:18 PM
გვანცა ჯობავა - ოსანა, სტეფანწმინდას! / gvanca jobava - osana, stafantscmindas!


ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დაღლილი სხეული,
ოსანა, სტეფანწმინდას, გერგეთის სამებას!
თითქოს ბარს შევატოვე გეენა ცეცხლოვანი,
ოსანა, მაღალთა შინა, ოსანა წამებას
უფლისათვის, - გალობდა ზეცით სტეფანწმინდა.
ივნისის ჩაჟამებულ თოვლივით შელახული
სული მომაქვს, უფალო, და შვება მე რად მინდა.
ციცაბო, ქვა-ღორღიან, ხვატიან სავალზე
წვალება შემარგე - ავსება მე თასიდან,
რომელიც ჩემამდეც ათასგზის დაღვრილა.

და მათგან "ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს,
ის დაკარგავს მას", - თქმულა და წერია.
და მაგთან "ვინც უფლისთვის დაკარგავს სულს,
ის მოიპოვებს მას", - თქმულა და წერია.

ცოდვების მთელი ძნა გერგეთზე ავიტანე,
ვდგავარ და მაგონებს ის თვით გეთსიმანიას,
სამება - დაჩოქილ, მლოცველ მაცხოვარს.
მისთვის დავკარგო სული მე კი ძალიან
მინდა, თუმც არ ძალმიძს. ვხედავ, რომ აქვეა,
და მაინც ვერ ვხედავ... "ელოი, ელოი,
ლამა საბაქთანი?"... და ასე ვეძახი.

ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დღეს ჩემი ჯვარი,
ოსანა, სტეფანწმინდას, არს ზეცით ვენახი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 962 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0