Загрузка...
გვანცა ჯობავა - მოვა იოანე… და მოვა იესო… / gvanca jobava - mova ioane... da mova ieso... - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - მოვა იოანე… და მოვა იესო… / gvanca jobava - mova ioane... da mova ieso...


2:20 PM
გვანცა ჯობავა - მოვა იოანე… და მოვა იესო… / gvanca jobava - mova ioane... da mova ieso...


მაშ რა აზრი აქვს
“აწმყოს, რომელიც ერთ წამში
უკვე წარსულად გადაიქცევა”…
სჯობს ხელებს ისევ ჩავყოფ წყალში,
იქ შევინახავ,
სანამ წყალიც არ დაბინძურდება,
სანამ ჯერ კიდევ მერქმევა ბავშვი,
სანამ სხეული აღმზრდის პილატედ -
რწმენის ბოლო აგურს არ დავშლი,
და ქვიშად გავშლი მიწაზე უმწეოს,
მზიან მიწაზე – უმზეო ქვიშად,
და სანამ თავს არ დავაჯერებდე, რომ გავმეფდი,
სანამ ვიწამებდე, რომ თოჯინებად იქცნენ ადამიანები,
სანამ უფსკრულის თავზე თოკს გავაბამდე,
რომელზეც ალბათ ხან ვირბენ, ხან გადავყირავდები,
მექნება ემოცია შიშისმაგვარი,
ემოცია – სინანული, შიშის ნადავლი,
მექნება მწუხარება ცრემლთან ნაზავი,
თავის მოძულება – შედეგი გადაღლის.
გავხდები მათხოვარი
ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს,
სიყვარულის,მეგობრობის, შთაგონების…
და მაინც შემრცხვება… დავმალავ ვითომ.
სანამ არ მოვა კუშტი მენაგვე
და მამხელს ქუჩის ნაგავთან ერთად,
მისი ცოცხის ქვეშ ცრემლებად დაღვრილს,
მე ალბათ იმ წამს მას ჩავთვლი ღმერთად.
მე ალბათ იმ წამს ვიქცევი შლეგად,
მე ალბათ იმ წამს ვიქცევი მონად,
რათა ვიწამო…
მე კი ავირჩევ გზას უფრო შორეულს,
მივემსგავსები ურწმუნო თომას.
მაშინ, სწორედ მაშინ მოვა იოანე,
და წყალში განბანს ჩემს მწირ გონებას
შებილწულს, ტკივილიანს, შეწირულს,
მომთაბარეს.
და მოვა იოანე,
და ეცოდინება, რომ მოვა იესო,
და რომ ჩემი მომთაბარე გონება
ისევ ზედმეტად ბურუსიანია მის დასანახად,
რომ ჩემი მშფოთვარე სული,
ისევ ზედმეტად მძიმეა მასთან მისასვლელად,
რომ ჩემი განძარცვული სხეული
ზედმეტად ცივია მის მიწაში დასამარხად…
დავრჩები მიწაზე,
და დავიწყებ თავიდან…
მაშ, “არ არსებობს აწმყო,
რადგან ის ერთ წამში წარსულად გადაიქცევა”…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1143 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0