| მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - თავი მიაბრუნე... / gvanca jobava - tavi miabrune... 
 
 
 
| 2:27 PM  გვანცა ჯობავა - თავი მიაბრუნე... / gvanca jobava - tavi miabrune...
 
 | ვდუმთ და ... არაფერი, ვყვირით... არაფერი,
 ვცოცხლობთ შერისხულნი,
 ვკვდებით დანანებით.
 
 ჩემი ფანჯრებიდან
 ომობს შემოდგომა,
 შენი ფანჯრებისკენ
 უკვე შემოთოვა.
 
 დილა, დილის ლოცვა,
 ყავა, თბილი პალტო,
 ქუჩა, სამსახური,
 მინდა განგიმარტო:
 
 ვდაობთ არაფერზე.
 ისევ თბილი პალტო,
 ქუჩა, ცივი სახლი,
 გვშია. კითხვა: რატომ?
 
 ღამე, ღამის ლოცვა,
 მინდა განგიმარტო:
 ჩვენ–ჩვენს დარაბებთან
 ვომობთ მხოლოდ მარტო.
 
 შენი ოთახიდან
 ჩუმი ცრემლის წყარომ,
 ჩემთან ჩამოწვიმა,
 უნდა დავიხმარო,
 
 რათა განგიმარტო:
 
 ღმერთი კი არ გვართმევს,
 მუდამ თავად ვკარგავთ,
 ხვალ კი ჩვენს დაკარგულს
 მაინც დაგვიბრუნებს,
 სხვა გზით დაგვიბრუნებს,
 თავი მიაბრუნე...
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1099 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |