მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - დაგუბებულ გაზაფხულებს... / gvanca jobava - dagubebul gazafkhulebs...
2:29 PM გვანცა ჯობავა - დაგუბებულ გაზაფხულებს... / gvanca jobava - dagubebul gazafkhulebs...
"შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."
ოთარ ჭილაძე
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ, გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი შიგნით შემოპარულ უმადურებს.
სულში დაგუბებულ სიჩუმეებს, ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ... მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ, ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.
ისე უდროოა აქ ღიმილი, ისე უვადოა ფორიაქი, ლექსად დაწერილი აღსარება ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.
ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს შენდობის ლოცვებით დავაპურებ, მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი, მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1183 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|