Загрузка...
გვანცა ჯობავა - შენ მე მიღალატე ომთან / gvanca jobava - shen me mighalate omtan - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - შენ მე მიღალატე ომთან / gvanca jobava - shen me mighalate omtan


2:30 PM
გვანცა ჯობავა - შენ მე მიღალატე ომთან / gvanca jobava - shen me mighalate omtan


შენ მე მიღალატე ჩუმად,
წამის მეასედში გაქრი,
მე გამოგეტირე, როცა
ზეცამ გაგიტაცა ისე,
სიტყვაც ვერ გავიგე, რა თქვი.

თუმცა დაგიჯერე, რადგან
ბოლო ამოსუნთქვის ფასად,
მუჭში ჩამიტოვე შვილი.
როცა ვიძინებთ, შენ გვივლი,
როცა ვიღვიძებთ, შეშლილი,
ვკოცნი შენს ნაფერებ თმაზე.
ჰოდა, ჩვენ ოთახში ორნი
უცებ გავსამდებით ხოლმე.
ოღონდ, მხოლოდ ზოგჯერ...

როგორს? დაგხატავდი ისეთს,
რომ შენ კვლავ სიყვარულს მთხოვდე.
მე კი სულს მოგთხოვდი შენსას,
ხელზე მივიბამდი ჯაჭვით,
მერე რომც სიკვდილზე გეთქვა,
სულ არ ვინაღვლებდი წამით.

მაგრამ შემატოვე შვილი,
ჰოდა, მის გამო შეშლილი,
ტყვიას გაყოლილ შენს სისხლს მე
ვეღარ დავადევნებ ჩემსას.
დედა ვარ და ასკინკილით, მორჩა,
ვეღარ, ვეღარ ვივლი...
შენ მე მიღალატე ომთან,
მე შენს დაფლეთილ გულს ვფიცავ,
შვილთან გიღალატებ მხოლოდ,
მერქვას გიჟი დედა, ცოლიც,
ვივლი ხან მიწის, ხან ცისა.

შენ მე მიღალატე ომთან,
ომმა ჩაგვაფურთხა სულში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1210 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0