Загрузка...
გვანცა ჯობავა - დგანან სახლები ზურგით / gvanca jobava - dganan sakhlebi zurgit - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » გვანცა ჯობავა - დგანან სახლები ზურგით / gvanca jobava - dganan sakhlebi zurgit


2:32 PM
გვანცა ჯობავა - დგანან სახლები ზურგით / gvanca jobava - dganan sakhlebi zurgit


აღარავინ დარჩა ქალაქში,
ნასახლარებად გადაიქცა ყველა უბანი,
ყველა სახლი გახდა წყვდიადი,
და ჰაერი კი – წარმავალი
ყველა ქუჩაზე.
ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში,
ყველა უჯრაში,
რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი,
ვიდრე ამბობენ,
მეტი არ მინდა.
ისინი წავიდნენ: დედები, მამები,
დები, ძმები, მეგობრები,
შვილებიც წავიდნენ,
თუმცა კი ეს უკანასკნელნი
არც არასდროს მოსულან ალბათ.
წავა ჰაერიც, წავა, მაგრამ
მაინც ვიცოცხლებ, ასე თუ ისე.
ნაბიჯი ერთი, ორი, სამი... მილიონამდე.
ყველა ქუჩა იქნება ჩემი,
და ყველა სახლიც ამ ქუჩებზე,
მაგრამ ამაოდ,
სახლები შემაქცევენ ზურგს,
რადგან იმათ, ვინც თუნდაც
ერთხელ მაინც დააღალატეს,
აღარ უნდათ ისევ ირწმუნონ.
ისინი წავიდნენ: დედები, მამები,
დები, ძმები, მეგობრები,
შვილებიც წავიდნენ,
თუმცა კი ეს უკანასკნელნი
არც არასდროს მოსულან ალბათ.
და მე ვერასდროს ვერ გავიგებ,
რატომ ტიროდნენ მაშინ,
როცა ტოვებდნენ სახლებს,
რა უხაროდათ მაშინ,
როცა ტოვებდნენ სახლებს,
რად შემატოვეს ეს ქალაქი
ასე უხმო, უკაცრიელი.
დგანან სახლები ზურგით,
ვდგავარ მეც ისე, სხვათაშორის
ხან ერთ ქუჩაზე, ხან მეორე,
ხან მესამეზე,
და არა მაქვს თავშესაფარი.
მოჩვენებებმა დაიბუდეს
ნასახლარებში და კივიან
ყოველ ღამე (ტირიან იქნებ).
აღარავინ დარჩა ქალაქში,
დგანან სახლები ზურგით.
მე ვწევარ შუა ქალაქში
ზურგზე,
და ვიცი, რომ აღარაა საშიში,
მაინც არავინ გამოივლის.
ვეღარ ჩამთვლიან შეშლილად,
რადგან ვერავინ მნახავს,
მაინც ვერავინ ეტყვის მეორეს,
რომ მე არა ვარ ამ ქალაქის
შესაფერისი.
დგანან სახლები ზურგით,
და რომ შეეძლოთ, დამსჯიდნენ კიდეც,
ახლა კი მხოლოდ გაბრაზებით
დამგუგუნებენ, მსაყვედურობენ,
მახსენებენ, რომ შენ იყავი
ამ ქალაქში უკანასკნელი,
და შენც დაგვტოვე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1044 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0