Загрузка...
ჯიმშერ ბედიანაშვილი - როცა სამშობლო ასე შორს არის / jimsher bedianashvili - roca samshoblo ase shors aris - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » ჯიმშერ ბედიანაშვილი - როცა სამშობლო ასე შორს არის / jimsher bedianashvili - roca samshoblo ase shors aris


2:40 PM
ჯიმშერ ბედიანაშვილი - როცა სამშობლო ასე შორს არის / jimsher bedianashvili - roca samshoblo ase shors aris
უკვე არ მახსოვს სულის მგოსანი, _
ოცნება ლაღად ფრთებს როდის შლიდა?..
როცა სამშობლო ასე შორს არის,
რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!..
კვლავ მესიზმრება მტკვრის სანაპიროს
გაღმა-გამოღმა ლამაზი ხედი
და დავიწყება რომც დავაპირო,
გავხდე მორჩილი საკუთარ ხვედრის –
გამექცევიან გზაში ფიქრები
და მიმატოვებს ვიცი, ოცნებაც.
უსაქართველოდ მე ვინ ვიქნები, _
ვარსკვლავი ჩემი ციდან მოწყდება...
დე, ჩემი ფიცი ყველამ იცოდეს:
უცხოობაში შვებას არ ველი!
სწორედ იმიტომ მიყვარს სიცოცხლე,
რომ დაბადებით მე ვარ ქართველი...
გულს მიბნევია ნაზი შროშანი
და სევდიანად ისევ გაწვიმდა.
როცა სამშობლო ასე შორს არის,
რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1433 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0