Загрузка...
ჯიმშერ ბედიანაშვილი - ემიგრანტის სევდა / jimsher bedianashvili - emigrantis sevda - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » ჯიმშერ ბედიანაშვილი - ემიგრანტის სევდა / jimsher bedianashvili - emigrantis sevda


2:43 PM
ჯიმშერ ბედიანაშვილი - ემიგრანტის სევდა / jimsher bedianashvili - emigrantis sevda
მიჯობს ისევ კაცი მერქვას
მართალი და უბრალო,
ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,
მომიტევე უფალო!
ვერ გავყვები კაენის გზას,
ვკიცხავ ცრუს და უგვანოს,
სული სხეულს გაემიჯნა,
ისევ მამულს უგალობს.
ჰე, მამულო! რატომ მრიყავ?
ვეღარ გავძლებ უშენოდ!
ქაჯებს ისევ ნესტანი ჰყავთ,
რამე უნდა ვუშველოთ!
ისევ მიხმობს გლოვის ზარი,
ძმები ისევ მელიან.
ჰოი, სამღერ ხმაში ბზარი
რა დროს შემომერია!..
მჯეროდა და რა გზაც ვკვალე,
უიმედოდ ხუნდება.
გამითენე, ღმერთო, ხვალე,
ჩემი კვლავ დაბრუნება...
მიჯობს ისევ კაცი მერქვას,
მართალი და უბრალო.
ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,
მომიტევე, უფალო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1505 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0