Загрузка...
ალუდა ქეთელაური - მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე ... / aluda qetelauri - me guli mtkiva im bevshvze ... - 11 იანვარს 2016 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » იანვარი » 11 » ალუდა ქეთელაური - მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე ... / aluda qetelauri - me guli mtkiva im bevshvze ...


5:48 PM
ალუდა ქეთელაური - მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე ... / aluda qetelauri - me guli mtkiva im bevshvze ...
იცით ალბათ ლექსი, “ბავშვები კაფეში”. ალუდას გაკვეთილზე ამ ლექსზე ესეს დაწერა მოსთხოვეს, ამან ლექსად დაწერა:

მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე,
ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს
ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
ის კი – სევდაში ატარებს წამებს. .
და სადღაც ქუჩის ვიწრო კუთხეში
დგას მარტო, ობლად საწყალი ბავშვი . . .
პურის ნატეხი უჭირავს ხელში
სხვეის ბავშვებს კი – სძინიათ სახლში
სავსეა დარდით თვალები მისი
და სითბოს ეძებს ყველაში, ყველგან . . .
ყველას არ უყვარს შვილები სხვისი,
მით განსხვავდება ის ყველა ჩვენგან.
ფიქრობს და ხვდება, რომ ის სხვა არის
და თავის ადგილს ქუჩაში ხედავს,
ფიქრობს და გულზე უჩნდება ბზარი
ის ხომ ვერავის ეძახის დედას!
ის უკვე ყველას უყურებს ზიზღით,
რადგან ჩვენ თვითონ ვექცევით ასე,
ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთადერთ მიზნით,
რომ ფულით გვქონდეს მუთაქა სავსე . . .
და გვავიწყდება, რომ ყველა ბავშვი,
რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის!. .
წამო, პატარავ, წაგიყვან სახლში,
არ შემიძლია მოთმენა მეტის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1183 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, სიმღერები, სიმღერა, leqsi, ლექსები, პოეზია, simgerebi, leqsebi, simgera | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0