| მთავარი » 2016 » იანვარი » 11 » ალუდა ქეთელაური - ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს ... / aluda qetelauri - vkhvdebi rom tqvengan motsceril sitkvebs ... 
 
 
 
| 5:53 PM  ალუდა ქეთელაური - ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს ... / aluda qetelauri - vkhvdebi rom tqvengan motsceril sitkvebs ...
|  |    
 
 | ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
 სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
 სანამ სიკვდილი დამანამუსებს...
 
 სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
 და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
 მინდა გრძნობები უფრო ხალასი!...
 მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი!
 
 მინდა რომ თქვენი თვალების სირმით
 შემკული ზეცა მეფაროს თავზე
 და სიკვდილამდე თუკი მივედი -
 მინდა რომ ჩემი ცხოვრების გზაზე --
 
 მინდა რომ ამ ჩემს სავალ ბილიკებს...
 მოტივად გაჰყვეს თვალები თქვენი;
 თქვენ შეიძლება მაძაგებთ,მაგრამ
 ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1071 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |