Загрузка...
ალუდა ქეთელაური - გაზაფხულია – პირველი სეზონი ... / aluda qetelauri - gazafkhulia - pirveli sezoni ... - 11 იანვარს 2016 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » იანვარი » 11 » ალუდა ქეთელაური - გაზაფხულია – პირველი სეზონი ... / aluda qetelauri - gazafkhulia - pirveli sezoni ...


5:59 PM
ალუდა ქეთელაური - გაზაფხულია – პირველი სეზონი ... / aluda qetelauri - gazafkhulia - pirveli sezoni ...
გაზაფხულია – პირველი სეზონი…
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული – მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა – მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
წამლად მექნებოდი,
თვალებშუქიანო.
ვცდილობ, აგედევნო…
მეოთხე სეზონი…
გზა, თოვლი, ბუხარი, გიტარა, ჩაღიმება…
თითქმის დაგეწიე…
თავზე წამომადგა მეხუთე სეზონი –
შენი გაცილება…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1289 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, სიმღერები, სიმღერა, leqsi, ლექსები, პოეზია, simgerebi, leqsebi, simgera | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0