Загрузка...
სალომე ბენიძე - ვზივარ, გიხსენებ, გიმეორებ, გფურცლავ და გმარცვლავ / salome benidze - vzivar, gikhseneb, gimeore, vgurclav da gmarcvlav - 15 ოქტომბერში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 6:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 15 » სალომე ბენიძე - ვზივარ, გიხსენებ, გიმეორებ, გფურცლავ და გმარცვლავ / salome benidze - vzivar, gikhseneb, gimeore, vgurclav da gmarcvlav


6:32 AM
სალომე ბენიძე - ვზივარ, გიხსენებ, გიმეორებ, გფურცლავ და გმარცვლავ / salome benidze - vzivar, gikhseneb, gimeore, vgurclav da gmarcvlav
ვზივარ, გიხსენებ, გიმეორებ, გფურცლავ და გმარცვლავ,
გკითხულობ, გზვერავ, თვალს გაყოლებ, გათვალიერებ,
და მაინც, შენი ყოვლისშემძლე ღიმილის ნაცვლად,
დღეს მე და ივლისს თვალწინ გვიდგას სიცარიელე.

მინდა, მოგწერო, რომ არ ხდება აღარაფერი,
რომ გზას ვადგავარ, გზას, რომელიც არსად იწყება,
რომ ჩემს კედლებში, სხეულს რომ ჰგავს, მთვარის ნაფერებს,
ერთად ცხოვრობენ სიყვარული და დავიწყება,

რომ ჩემს თვალებში, რა ხანია, მტვერი დაბუდდა,
რომ მხრებზე მაწევს ღრუბლიანი ღამე ურყევი,
რომ მე ფერმკრთალი სიზმარი ვარ მზიან ზაფხულთა,
რომელიც ნახე და დილისპირს წყალს მოუყევი.

ვზივარ, გიხსენებ, გიმეორებ, გფურცლავ და გმარცვლავ,
გკითხულობ, გზვერავ, თვალს გაყოლებ, გათვალიერებ,
და სადღაც, შენი მზით დამწვარი მკლავების ნაცვლად,
მელის აგვისტო,
მდუმარება,
სიცარიელე.

სალომე ბენიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1665 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, ლექსი, salome benidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, 27 tebervali, leqsi, სალომე ბენიძე | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0