| მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 15 » ნიკა ჩერქეზიშვილი - თვალებში გამოვიხედეთ / nika cherqezishvili - tvalebshi gamovikhedet 
 
 
 
| 6:54 AM  ნიკა ჩერქეზიშვილი - თვალებში გამოვიხედეთ / nika cherqezishvili - tvalebshi gamovikhedet
|  |    
 
 | ამ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის არაოფიციალური ნიშნული
 სამოცდაათ თეთრზე დგას.
 (მეგობრებო,
 ნურასოდეს ენდობით ოფიციალურ ინფორმაციას.)
 
 სადაც ჩვეულებრივ ნაცრისფერია ყველაფერი,
 წვიმა თოვლში ერევა
 და სადგომებისკენ მიერეკება ყველას.
 
 სადაც მთავარი შეკითხვებია -
 როდის დაიბადე
 და როდის აპირებ სიკვდილს.
 
 სადაც არავინ არის გულწრფელი
 და შესაბამისად,
 აზრი აქვს დაკარგული ყველაფერს.
 
 სადაც ყველა ფიქრობს - "როგორ"
 და არავის მოსდის თავში - "რატომ".
 
 ქვეყანაში,
 სადაც ცდილობენ ახალი ამერიკა აღმოაჩინონ
 და დაკარგული აქვთ საკუთარი მიწები.
 
 . . .
 
 ჩვენ მოულოდნელად შევეჯახეთ ერთმანეთს
 და თვალებში გამოვიხედეთ.
 
 ნიკა ჩერქეზიშვილი
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1456 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
კალენდარი 
		
			| «  ოქტომბერი 2016  » |  
			| ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |  |  |  |  |  |  | 1 | 2 |  | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |  | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |  | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |  | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |  | 31 |  
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |