მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 15 » ნიკა ჩერქეზიშვილი - zusammen / nika cherqezishvili - zusammen
7:00 AM ნიკა ჩერქეზიშვილი - zusammen / nika cherqezishvili - zusammen
|
რომ გწყურია და წყალს მოსვამ, პირველი ყლუპი ყველაზე გემრიელია, მერე უფრო სურვილს იკლავენ, ვიდრე ცხოვრებას აგემოვნებენ.
სიბერე ჩემი საქმე არ არის.
შენი ტუჩების გემო მიყვარს, შენი სიზმრების სუნი.
მენატრები და, არასოდეს გეტყვი - მოხვიდე, იმდენად სხვა რაღაცას ნიშნავს გითხრა - მოხვედი.
სად მიდის ჩვენი სიყვარული, როცა ვივიწყებთ?
იქ, სადაც თვითონ უიმისოდ ვერასდროს წავალთ - ღმერთთან.
ჭრიჭინები რომ ხმაურობენ, რაღაცას წუხან.
მე როცა მტკივა, ვყვირი ხოლმე, ავდგები, გავალ ტრიალ მინდორში და ვყვირი.
შეიძლება ყველაფერი დავკარგო რწმენის გარდა - როცა ერთად ვართ, ვარსკვლავები ზეცას ტოვებენ.
ზაფხულია და პირდაპირ იატაკზე ვწევარ.
მარტო ვარ და სხეული არა მჭირდება.
ახლა ჩვენ შორის ცხოვრებაა, მთელი ეს ხანმოკლე ცხოვრება და ერთი ღამე.
ნიკა ჩერქეზიშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1795 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: 27 თებერვალი, poezia, leqsi leqsebi, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, ლექსები, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, 27 tebervali
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი
« ოქტომბერი 2016 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|