12:20 PM ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *
|
ახველებ, არაფრით ამოგდის ნახველი, ახველებ, ფილტვებზე ნეკნები გიჭერს, უბრალოდ გტკივა და ოცნებობ წახვიდე, არ გინდა, მთელი დღე ფანჯრებთან იჯდე.
და თუმცა ქარია, ძლიერი ქარია, იხრჩობი, ჰაერი არ გყოფნის მაინც და რაღაც გაწვება, შიგნიდან ძალიან ისე, რომ სხეულზე გადაგძვრეს კანი.
ხედავ, ის დღეებიც, თუ როგორ მიდიან, რომლებიც აქამდე მოსულან ჯერ არც და ხვდები, იმიტომ ამბობენ გიჟია, იმედზე მეტად, რომ ოცნების გჯერა.
ეჩვევი სიცოცხლეს და გზები მოკლდება, სანამ არ ჩაგკეტავს საკუთარ თავში და თვითონ ვინც გიყვარს, შიგნიდან მოკვდება და ვისაც უყვარხარ, გარედან დაგშლის.
ცუდად ხარ და იმის მაგივრად გადარჩე, სადამდე გაუძლებ, იმაზე ფიქრობ, ცხოვრება თავისით მიხედავს დანარჩენს, ჰო, სანამ ფსკერზე ხარ და ამას იგრძნობ.
ახველებ, ვერაფრით ამოგყავს ნახველი, ეწევი, ფილტვებზე ნეკნები გიჭერს, უბრალოდ გტკივა და ოცნებობ წახვიდე, არ გინდა, მთელი დღე ფანჯრებთან იჯდე.
ლაშა მარგიანი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 766 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: 27 თებერვალი, ნიკა ძამიაშვილი, ნიკა ჩე, ირაკლი ბერია, iraki beria, nika cherqezishvili, lasha margiani, ლაშა მარგიანი, 27 tebervali, nika dzamiashvili
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|