12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


იმ სოფელში,
სადაც არც სკოლაა
და არც ელექტროენერგია...

...

ბავშვებს ცხოვრებაში შესასვლელ ბილიკებს
ციცინათელები უნათებენ.

ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები: 0 / ნანახია: 964 / თარიღი: 2017-10-12 / 11:29 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ბერია - ნუ მკითხავ... / irakli beria - nu mkitkhav


ნუ მკითხავ, რატომ დავბრუნდი,
ან სად ვიყავი აქამდე...
მე, დრო დავკარგე ძიებაში,
საბოლოოდ მოვიარე ყველაფერი...
და შემიძლია
საუკეთესო ადგილები მოგატარო...

ირაკლი ბერია



კომენტარები: 0 / ნანახია: 955 / თარიღი: 2017-10-12 / 11:02 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ჩარკვიანი - მე მოგცემ ძალას... / irakli charkviani - me mogcem dzalas...


მე მოგცემ ძალას,
მოერიო დაჯანგულ ფრთებს.
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს,
შენ იცი სიყვარული,
აზრი აღარ აქვთ წლებს.
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ ისევ — მოგაბეზრებ თავს.

ირაკლი ჩარკვიანი



კომენტარები: 0 / ნანახია: 1075 / თარიღი: 2017-10-12 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


ნიქოზის გაზაფხული

გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 900 / თარიღი: 2017-10-12 / 10:18 PM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - ციკლიდან "Александра" / torrnike narozauli - ciklidan aleqsandra


ციკლიდან - "Александра"

"იქნება ომი?" - შენ კითხულობ. მე გეუბნები -
"აბა რა წყალში გადავხტებით, ომში თუ არა!"

დგანან ბოზები, ვით ქალაქის გარეუბნები,
ჩამქარალ თვალებით, არიგებენ მკვახე უარებს,

რადგან ხანდახან მათაც ეწ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 954 / თარიღი: 2017-10-12 / 10:10 PM / ხუთშაბათი

ლაშა მარგიანი - აოკიგაჰარა (საქმე გაცილებით ცუდად არის) / lasha margiani - aokigahara (saqme gacilebit cudad aris)


ჩვენ ვდგავართ "ხეების ზღვაში",
სამართებელივით ბასრი ტალღების ქვეშ.
ის, ვინც დაბლაა - ნელა იხრჩობა,
ვინც მაღლა ადის - სწრაფად ახრჩობენ.
თუ გინდა, ზედაპირზე ააღწიო,
უნდა ჩაიწყვიტო გული,
როგორც კოჭებზე მობმული ქვა, რომლითაც ჩაგძირეს.

ჩვენ სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 902 / თარიღი: 2017-10-12 / 10:02 PM / ხუთშაბათი

ზვიად რატიანი - მოცემულობა / zviad ratiani - mocemuloba


მოცემულობა

სულ მინდა შენზე ისე ვწერო,
თითქოს არსებობ.

და ყოველთვის ისე გამომდის,
თითქოს თვითონ გამოგიგონე.

ზვიად რატიანი



კომენტარები: 0 / ნანახია: 1047 / თარიღი: 2017-10-12 / 9:54 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მეოცნებეები / nika cherkezishvili - meocnebeebi


ერთი სიცოცხლით მეტს ცოცხლობენ
მეოცნებეები.

...

ვუყურებ,
ახლა,
გვირილებით ყვითლად დალაქულ ჩემს შარვალს
და ვფიქრობ,
რომ არ არსებობს გადაულახავი ბარიერები,
დაბრკოლებები,
როცა გინდა მიაღწიო ადამიანამდე,
მიხვიდე
და გულში ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1027 / თარიღი: 2017-10-12 / 9:09 PM / ხუთშაბათი

ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


ჩვენ ერთმანეთის ტკივილების
ბრმა თვითმხილველები ვართ,
ყრუ მსმენელები,
მუნჯი მანუგეშებლები,
ვცოცხლობთ ისე, თითქოს არაფერი გვემუქრება,
არაფერი შეგვემთხვევა,
არასდროს მოვკვდებით,
სიცოცხლე ხომ უფრო ხანგრძლივი და ტკბილი უნდა იყოს,
კანონმორჩილი, წესების მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1057 / თარიღი: 2017-10-12 / 9:00 PM / ხუთშაბათი

ბექა აბუთიძე - ვენიდან შენი "Gutten Abend" - ციკლიდან "ხუთი რიცხვი და სამი საათი" / beqa abutidze - venidan sheni guten abendi - ciklidan "


ვენიდან შენი "Gutten Abend" - ი,
თბილისის დროით - ღამე მშვიდობის.
სამი საათით ადრე დაბერდა
ხუთი იანვრის უამინდობა.

აქ, ისევ ისე, ბნელი სარდაფი,
ლოგინთან ახლოს - ასანთი, წყალი.
გატეხილ სკამზე მანტოს გადავფენ,
მცივა და ვწვები ტანსაცმლიანი,< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 961 / თარიღი: 2017-10-12 / 8:48 PM / ხუთშაბათი

თორნიკე ჭელიძე - ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე... / tornike tchelidze - albat shen tu ar khar damnashave...


ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე,
- ვერ შეესწარი.
ცრემლივით ვერ ჩაუდექი თვალებში,
სისხლივით ვეღარ შეადედდი,
თავი ვეღარ აფიქრებინე,

მაშინ, - როდესაც ჩიტებიც კი ერთად მიდიან,
მცირე ნიავით, იზიდავენ ტოტები - ტოტებს
და პლანეტები უსასრულო, ღია კოსმოსში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 851 / თარიღი: 2017-10-12 / 8:35 PM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - კ ა რ დ ი ო გ რ ა მ ა / robert meskhi - k a r d i o g r a m a


კავკასიონის მწვერვალებს მიუყვება
ჩემი კარდიოგრამა.
რამდენიმე ამოვარდნა მაქვს –
უშბა,
თეთნულდი,
მყინვარწვერი;
იშემიის ნიშნები –
როკი და საკენი,
წლების წინ ნაინფარქტალი – იალბუზი.

მინდვრის ზამბახი ვარ.
მეც მიყვარხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 840 / თარიღი: 2017-10-12 / 8:19 PM / ხუთშაბათი

კარლო კაჭარავა - მერცხლები / karlo kacharava - merckhlebi


მერცხლები —
თავგადასავლების მაძიებლები,
უკვე დაძველებული
ფრანგული ფილმიდან,
გახარებულნი ულოცავენ ერთმანეთს გამდიდრებას.
მერცხლები —
რომლებიც სახლის თავზე ტრიალებენ,
ოდესღაც მიფრინავდნენ ვან ხესთან.
მერცხლები დაფრინავდნენ
პატარა ჟან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1189 / თარიღი: 2017-10-12 / 7:39 PM / ხუთშაბათი

ლაშა მარგიანი - სიყვარული / lasha margiani - sikvaruli


განწირულია სიყვარული,
რომლის ერთგულებაც
იმ ადამიანის თმენას ჰგავს,
რომელიც
მარხვის დამთავრებას ელოდება.

სიყვარული
არის მარხვა,
რომელიც
არ ხსნილდება.

ლაშა მარგიანი



კომენტარები: 0 / ნანახია: 936 / თარიღი: 2017-10-12 / 7:22 PM / ხუთშაბათი

შოთა იათაშვილი - ლირიკა / shota iatashvili - lirika


შენი თოჯინაა ლირიკა,
კაბას ხდი და აცმევ, ვარცხნი,
იჭერ ცალი ხელით და აყირავებ,
რათა მინაბოს თვალები,
მეორე ხელის თითებით კი
აპრეხილ წამწამებში წასწვდები ხოლმე
და ცალ თვალს ახელინებ,
ცივად მომზირალს,
გაუგებარი ფერისას _
ახელინებ, ახუჭვინებ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 752 / თარიღი: 2017-10-12 / 7:20 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ბერია - ჩემი სისხლის სამართალი / irakli beria - chemi siskhlis samartali


მე შემიძლია
დაუფიქრებლად მოგცე
მეორე დადებითი.

ეს არის
ჩემი სისხლის
სამართალი.

ირაკლი ბერია



კომენტარები: 0 / ნანახია: 978 / თარიღი: 2017-10-12 / 5:48 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მატარებლები / nika cherqezishvili - matareblebi


თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?

უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული...
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.

უცნაურია,
ბედნიერე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 811 / თარიღი: 2017-10-12 / 3:40 PM / ხუთშაბათი

ნინია ნადირაძე - ასეც ხდება / ninia nadiradze - asec khdeba


ასეც ხდება -
ქუჩაში მიდიხარ,
და ის დღეები წინასწარ გტკივა,
აქ რომ ვერასდროს ვეღარ გაივლი,
და საკუთარ სულს, ხელჩაკიდებულს,
ბავშვივით ნელა მიასეირნებ,
რომ ყველაფერი დაიმახსოვროს..

ნინია ნადირაძე



კომენტარები: 0 / ნანახია: 981 / თარიღი: 2017-10-12 / 3:33 PM / ხუთშაბათი

ოთარ ჭილაძე - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! / otar chiladze - m i k v a r k h a r !


რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 910 / თარიღი: 2017-10-12 / 3:30 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - მე მოვალ შენთან / mikheil qvlividze - me moval shentan


მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 996 / თარიღი: 2017-10-12 / 3:27 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ჰაერი / nika cherqezishvili - haeri


ჰაერი მჭირდება,
ოღონდ ის არა,
რომლითაც ვსუნთქავ.

...

ჰაერს ცვლის შორი მანძილი ადამიანებამდე.
ჰაერს ცვლის სიჩუმე.
ჰაერს ცვლი შენ.

ნიკა ჩერქეზიშვილი



კომენტარები: 0 / ნანახია: 850 / თარიღი: 2017-10-12 / 3:25 PM / ხუთშაბათი

ოთარ ჭილაძე - დე, ასე ქროდეს .. / otar chiladze - de, ase qrodes ..


დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 828 / თარიღი: 2017-10-12 / 3:22 PM / ხუთშაბათი

კარლო კაჭარავა - ჩვენ ორივეს გვიყვარდა .. / karlo kacharava - chven orives gvikvarda ..


ჩვენ ორივეს გვიყვარდა
ძველი სენტიმენტალური ზღვა,
პიონები თუ კიდევ რაღაც მანერული -
ის, რაც თან გვახლდა
და ხშირად გვეცინებოდა.
უკვე ესეც მორჩა
ნებაშეწყვეტილი
ვიხსენებ შენს დღეებს
ვოცნებობ მკვლელობაზე,
როგორც ხიდი ღამით
შენს ფეხებქვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1276 / თარიღი: 2017-10-12 / 3:19 PM / ხუთშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ნოემბრის ბაღში.. / tamaz badzaghua - noembris bagshi


ნოემბრის ბაღში
მტკნარი წვიმა ასველებს სკამებს,
იმათ ცარიელ სიზმრებში წვეთავს,
იმათ უხილავ სითბოში დნება.
სველ წვიმას კაცი მიყრდნობია,
მთვრალი, საყელოამოწეული,
სველ სიგარეტს უკიდებს ნელა
და კაცი ფიქრობს წვიმაზე
და მარტოობაზე
და კაცთან ერთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 755 / თარიღი: 2017-10-12 / 3:16 PM / ხუთშაბათი

ტიციან ტაბიძე - მელიტას "დადაისტური მადრიგალი" / tician tabidze - melitas "dadaisturi madrigali"


ყველაზე უფრო არცხვენს
ჩემს სახელს – ტიციანს –
ძველი ხავერდის ტიციანთან შედარებით
დახეული კანაპები.
სულაც არ ელოდი
ალბათ, ტიციან, ასეთ ორეულს?…
მერი შერვაშიძე (გიგო დიასამიძის
ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ჰხატა)
კითხულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 913 / თარიღი: 2017-10-12 / 3:14 PM / ხუთშაბათი

კარლო კაჭარავა - სარკე "ღარიბი სიზმრებიდან" / karlo kacharava - sarke "gharibi sizmrebidan"


სარკე - "ღარიბი სიზმრებიდან"

და მერე მივხვდი: მე ყოველთვის ვიყავი
ეჭვიანი მამა
იერმკრთალი, დაბნეული და სევდიანი -
მრავალჯერ გარდაცვლილი
ქალიშვილის მომავალი სიშიშვლით
და დამცირებით.
მეც ვწყევლიდი და მოვუხმობდი მამას,
განკითვისა და განუკითხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2017-10-12 / 3:11 PM / ხუთშაბათი

მაია სარიშვილი - საძილე აბები / maia sarishvili - sadzile abebi


აიღებ გრძელ მდინარეს,
თოკივით გამოკვანძავ,
შეყოფ წყლის ყულფში თავს
და დაქანდება უცებ ყველაფერი.
ეს ისე ადვილია,
სულ უმტკივნეულო,
ვერავინ წარმოიდგენს,
როგორ უცებ ამოგყვება მდინარე კალაპოტიდან.
თვითონაც მკვდარი ქალივითაა,
ლიფსიტები შავი აბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 891 / თარიღი: 2017-10-12 / 3:07 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ბერია - პოეზია / irakli beria - poezia


პოეზია,
მზრუნველობამოკლებული ბავშვია,
რომელსაც რომ უცაბედი გამოჩენა აშინებს
მშობლის...
და მას დასვრილი აქვს
ტალახისგან ცაცია,
მისი ქუსლი სველია და შიგადაშიგ ამცივნებს...

ირაკლი ბერია

კომენტარები: 0 / ნანახია: 1099 / თარიღი: 2017-10-12 / 3:04 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ნუ ჩაეხუტები ნურავის.. / nika cherkezishvili - nu chaekhutebi nuravis..


ნუ ჩაეხუტები ნურავის,
ნუ მიიკრავ გულზე...
თუ ერთი წვეთი სითბო მაინც აკლია
შენს ხელებს,
შენს გულს...

. . .

ეს კლავს.

ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები: 0 / ნანახია: 969 / თარიღი: 2017-10-12 / 3:01 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ბერია - მთვარე / irakli beria - mtvare


ადამიანს უყვარს მთვარე,
მასთან ერთად ოცნება,
მასთან საუბარი...
იგი საუკეთესო მოსაუბრეა...
შენც მთვარეს გავხარ,
რადგან
შენც მთვარესავით ნახევარი ხარ...
და განსხვავდები,
რადგან არასდროს ყოფილხარ სავსე...
მაგრამ
ამ მთვარიან ღამეში, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1195 / თარიღი: 2017-10-12 / 2:57 PM / ხუთშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - როდესაც .. / nika dzamiashvili - rodesac..


როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენ მომყვები.
ვჩერდები და შენც.

ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

შენს გვერდით,
ვკარგავ საკუთარ თავს,
შენ კი ვერ მპოულო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 854 / თარიღი: 2017-10-12 / 2:54 PM / ხუთშაბათი

ზაზა თვარაძე - მ. და ზ. / zaza tvaradze - m. da z.


ჯერ თოვლი მოთოვს,
მერე კი მიწას
დაეწვეთება თვალების ნამი.
თუ შეედრება გარანდულ ფიცარს -
ცამდე ასული ლარიქსის ტანი.
თუ შეედრება სინათლე ლოდინს,
შეხვედრა დუმილს,
სინაზე საფლავს,
შავი და მძიმე საფლავის ლოდი -
ჩვენი მსუბუქი ცხოვრების ამბავს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 774 / თარიღი: 2017-10-12 / 2:51 PM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - მე წასასვლელი არსად მქონდა და მივდიოდი... / aleqsandre shurghaia - me tsasasvleli arsad mqonda da mivdiodi...


მე წასასვლელი არსად მქონდა
და მივდიოდი.
ვეცემოდი და ვაგრძელებდი
ჩემს თავს – თავიდან,
რომ შენს თვალებში დამენახა
რწმენა იოტი.
და მერე ღმერთიც მოგვეძებნა
რაღაცნაირად.

ალექსანდრე შურღაია

კომენტარები: 0 / ნანახია: 847 / თარიღი: 2017-10-12 / 2:49 PM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - გულგაყინულებს როგორც სჩვევიათ... / torrnike narozauli - gulgakinulebs rogorc schveviat...


გულგაყინულებს როგორც სჩვევიათ,
გამოვაცხადე სრული ემბარგო -
ჩემი ტკივილი მხოლოდ ჩემია,
სხვა დანარჩენი
ღმერთმა შეგარგოთ.

ნუ შეეხებით ჩემს სიმარტოვეს!
უსმინეთ
თქვენთვის
ძვირფას ავტორებს.
და მე დამტოვეთ. მარტო დამტოვეთ.

უც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 775 / თარიღი: 2017-10-12 / 2:46 PM / ხუთშაბათი

ირაკლი დეისაძე - ლექსი თამთას / irakli deisadze - leqsi tamtas


დილით ყოველთვის ვბრუნდები გვიან,
თან დაქანცული, როგორც მარხული
და ჩემს ცხოვრებას ამ წუთას ჰქვია:
თამთა, წიგნები და სამსახური.

ხალხი იგივე დამიხვდა იქაც,
თავდახრილი და თვალებ დათხრილი,
ცხვარი ცხვარია, გავივლებ ფიქრად,
უსუსური და პატივაყრილი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1308 / თარიღი: 2017-10-12 / 2:43 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ბერია - ერთი ნაბიჯი / irakli beria - erti nabiji


* * *

პირველი თუ არა,
ერთი ნაბიჯი
მაინც გადმოდგი
და მე გაკივალავ გზას...

ირაკლი ბერია

კომენტარები: 0 / ნანახია: 930 / თარიღი: 2017-10-12 / 2:40 PM / ხუთშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0