Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * * - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


1:00 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
* * *

წერა იწყება ჰაერის უკმარისობით.

რაც შეუძლებელია რომ მქონდეს,
ის მასევდიანებს.

ყველაზე მიუწვდომელი სიტყვაა
- სიმშვიდე.

...

საკუთარ სიცოცხლეზე მეტად,
საკუთარ ტკივილს ვუფრთხილდები.

...

ვწუხვარ,
რომ ვერავინ მხედავს.

ადამიანების თვალებში კი არა,
სარკეებშიც სხვანაირი ვჩანვარ.

არცერთ ნახატზე არ მინახავს ის ფერები,
კანქვეშ რომ მაქვს.

...

ერთ ქალს ვიცნობ,
გათენებიდან დაღამებამდე ქუჩაში ზის
და მთელი მისი ცხოვრების სიხარული ის არის,
რომ ვინმე მიესალმოს.

ზოგჯერ,
გავვარდები ხოლმე გარეთ
და წინ ვეჯგიმები
- გამარჯობა!

კიდევ უფრო მეტი მინდა.

...

რამდენჯერ წავსულვარ მთებში მარტო
და იქიდან ყვავილებთან ერთად დავბრუნებულვარ.

...

ნეტავ,
ვინმეს თუ ესმის ამ ნაწერების?

...

გოგო,
რომელიც მიყვარს მეოცნებეა
და სასწაულებამდე ერთი ხელის გაწვდენა აშორებს.

როცა ვუყურებ,
სახესა და სხეულზე მეტად,
მის მხურვალე ძვლებს მინდა ვხედავდე.

ერთმანეთს ვკოცნით
და ტუჩებზე ნაიარევები გვრჩება.

არასოდეს გაიყიდება ჩვენი სიყვარული
და უკანასკნელი ოცნებები.

...

მშვიდობაში მოიხმარეთ ეს ცხოვრება.

მესმის,
რომ ყველაფერი ისედაც თქვენ გეკუთვნით,
მაგრამ მე კიდევ ერთხელ გითმობთ ამ ყველაფერს.

...

პოეტებო,
რწმენა ისევ გიძლიერდებათ
დაღამებასთან ერთად?

ძილში სიყვარული გესიზმრებათ
და დილით უნიტაზებზე შემომსხდრები იბრძვით...
სულ ეს არის თქვენი ომი!

ვიცი,
რაც გაგეფიქრათ
და გეთანხმებით.

მეც კაი ნაძირალა ვარ.

ნიკა ჩერქეზიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 791 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, ნიკა ძამიაშვილი, ირაკლი ბერია, iraki beria, lasha margiani, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, ლაშა მარგიანი, 27 tebervali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0