Загрузка...
ბელა ჩეკურიშვილი - სხვები / bela chekurishvili - skhvebi - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ბელა ჩეკურიშვილი - სხვები / bela chekurishvili - skhvebi


2:15 PM
ბელა ჩეკურიშვილი - სხვები / bela chekurishvili - skhvebi
სიმართლე რა არის –
გალიაში მოხტუნავე თუთიყუში?
ნაოჭებად ქცეული დედაჩემი?
მანქანებით ჩახერგილი ეზო?
ნაგვის ბუნკერში თავჩაყოფილი მათხოვრები?
მაგრამ მე არც ერთი მათგანი არ მაღელვებს -
არც თუთიყუშის მარტოობა,
არც დედაჩემის სიბერე,
არც დიზელის კვამლში მოთამაშე ბავშვები,
არც მშიერი მათხოვრები.
ეს მათი სიმართლეა,
მათი სახელების გასწვრივ
აღნიშნულია სიტყვა “სხვები”.
შენ ჩემი სიმართლე მითხარი,
ყვავის ტუზი აგურის ცხრიანთან რას აღნიშნავს
და გულის დამა ჯვრის მეფესთან
თუ დაწყვილდება.
ვის აინტერესებს
ჩემი კომუნალური გადასახადები?
ერთნახევარჯერ მომატებული წონა?
როგორ ვახერხებ სუნთქვას სექსის დროს?
ანდა სავარძლებს შალითები ხომ არ გაუცვდა?
ამ გრაფაში, როგორც იაფფასიან
რესტორნის მენიუში,
საეჭვო და საჭოჭმანო ჩანაწერებია,
რომელსაც მხოლოდ მეპატრონე
ადევნებს თვალყურს.
მათ გასწვრივ აღნიშნულია სიტყვა “სხვისი”.
და ეს ბალანსი არასოდეს დაირღვევა,
თუნდაც მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩეთ პირისპირ.
ჰოდა, უბრალოდ გააგრძელე სიმართლის თქმა:
რას გულისხმობს სამი ტუზი და გულის ვალეტი?

ბელა ჩეკურიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 838 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0