Загрузка...
გიორგი გაგოშიძე - სამუშაო დღე / giorgi gagoshidze - samushao dghe - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » გიორგი გაგოშიძე - სამუშაო დღე / giorgi gagoshidze - samushao dghe


2:21 PM
გიორგი გაგოშიძე - სამუშაო დღე / giorgi gagoshidze - samushao dghe
ადამიანმა შეიძლება ბევრი ტრაგედია გადაიტანო,
მაგრამ არაფერია ინდივიდუალიზმის
დაკარგვაზე ტრაგიკული.
ეს უმტკივნეულო ოპერაციაა.
დაკარგავ და თითქოს სულაც არ გქონია.
2014 წელი. თბილისი.
ჩვენ აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს.
ფული საუბრობს.
ეს ქალაქი ცუდად გაყალბებული მონეტაა.
ჩვენ დავემსგავსეთ ერთმანეთს.
საკამათოც არაფერია.
მედია ერთი და იმავე
ღირებულებებზე გვესაუბრება,
რომელიც ფურთხის ღირსადაც არ ღირს.
ამ ყალბ მონეტას ყველა ჯიბეში იდებს.
სამუშაო დღის გარეშე
ამ ქალაქის სტერეოტიპი გაქრება.
ხელფასი. რუტინა. კლასები.
ეს ასეა. დილა. 9 საათი. უნიფორმა.
ამაზე უარესიც არსებობს.
ლაოსელმა ბავშვებმა ეს ფორმები
ერთ დოლარად შეკერეს.
ისინი შეჭამენ საჭმელს.
მიიღებენ ახალ სამუშაო დღეს,
რომელშიც არაფერი იქნება ახალი,
რომელიც მათ ვერაფერზე დააფიქრებს.
მათ აზროვნებას არავინ სთხოვს.
ასეთი მილიონებია.
ჩვენ ვგავართ ერთმანეთს.
ეს ტრაგედიაა!
ვინმემ უნდა იფიქროს ამაზე.

გიორგი გაგოშიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 900 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0