Загрузка...
ჰანს პრომველი - ვარდისფერი ბუშტი (თარგმანი - გიორგი შონია) / hans promveli - vardisferi bushti (targmani - giorgi shonia) - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-04-19, 11:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ჰანს პრომველი - ვარდისფერი ბუშტი (თარგმანი - გიორგი შონია) / hans promveli - vardisferi bushti (targmani - giorgi shonia)


2:23 PM
ჰანს პრომველი - ვარდისფერი ბუშტი (თარგმანი - გიორგი შონია) / hans promveli - vardisferi bushti (targmani - giorgi shonia)
ჩვენ ვგავართ დიდ ვარდისფერ ბუშტს
„არიზონული ოცნებიდან“
რომელიც მანჰეტენის ცაზე დაფრინავს.
კორპუსებზე და ადამიანებზე მაღლა,
ყოველდღიურ რუტინაზე მაღლა,
პოლიტიკოსებსა და მათ სულელ ამომრჩევლებზე მაღლა,
და ის არასოდეს გასკდება ან დაიკარგება,
სანამ ჩვენ გვაქვს ძალა ვიბძოლოთ
და შევინარჩუნოთ სწორი ორიენტირი
და ერთმანეთი.
სანამ ჩვენი ოცნებები ცათამბჯენებზე მაღლა დაფრინავენ.
იმ ვარდისფერი ბუშტივით
რომელიც სიზმარშიც არ გვანებებს თავს.
ჩვენ არ ვსაუბრობთ
რადგან ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე.
და სათქმელიც არაფერია.
ერთმანეთი შევისწავლეთ, როგორც სკოლაში
გამრავლების ტაბულა.
და ახლა ერთმანეთის შიშებზე ვფიქრობთ,
რომლებიც არ უნდა ახდნენ,
რადგან რეალობიდან არ უნდა გავირიყოთ.
შენ დგახარ გზაზე.
შენ სულ გზაში ხარ
და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება,
რადგან ყველა ხსნა შენშია
და ეს შენ იცი,
და დარწმუნებული ხარ იმაშიც,
რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ…
ეს შენ გაძლიერებს.
ეს მე მაძლიერებს.
ეს დიდ ვარდისფერ ბუშტს აძლიერებს,
რომელიც დაფრინავს მანჰეტენის რუხ ცაზე
და ბრძოლისთვის ძალას აძლევს
ყველა უიღბლოსა და იმედგაცურუებულს.

ჰანს პრომველი
თარგმანი - გიორგი შონია


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 881 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0