Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * * - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


2:30 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *
დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა,
გოგო.

როგორ ხარ-მეთქი
და...
მხეცივით ღრიალი მინდა,
მაგრამ ახლა სამსახურში მივდივარო.

შევხედე საკუთარ თავს
და ტოტიდან მოწყვეტილ ფოთოლს ვგავდი,
ისიც რომ არ იცის,
ქარი საით გადააგდებს
და მოისვრის.
ამიტომ,
მხოლოდ იმაშიღა ვიპოვე ჩემი სიმართლე,
რომ გადავხვეოდი
და გულში მაგრად ჩამეკრა.

...

მე ვიცი,
რამსიმაღლეა ეს ბეტონის კედელი,
რომელზეც ზურგით ვარ მიყრდნობილი ახლა.
ვიცი,
რამსიმაღლეები არიან ჩემ წინ მდგარი ხეები,
მაგრამ არ ვიცი
და არც შეიძლება ვიცოდე,
რამსიმაღლეა ზოგი ადამიანი,
რადგან სიმაღლე
ძვლებზე ასხმული ხორცით არ იზომება.

ნიკა ჩერქეზიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 887 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0