მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ნიკა ჩერქეზიშვილი - წვიმს და ოთახი სავსეა თოვლით / nika cherqezishvili - tsvims da otakhi savsea tovlit
2:42 PM ნიკა ჩერქეზიშვილი - წვიმს და ოთახი სავსეა თოვლით / nika cherqezishvili - tsvims da otakhi savsea tovlit
|
წვიმს და ოთახი სავსეა თოვლით, შენი სურვილი ადნება თითებს და სიგარეტის მსუბუქი ბოლი ხატავს მინებზე ბეღურა ჩიტებს
ისე უბრალოდ, რომ თითქოს ველი თუ დაიწყებენ ჩიტები ჟღურტულს და შენი უფრო მაღალი ყელი უფრო ძლიერად ერევა თუთუნს.
ერევა თუთუნს და სისხლსაც არევს, მე უფრო ძლიერ, შენ უფრო ნებით, ასველებს წვიმა გამომშრალ ჰაერს, თოვს და ფილტვები მევსება თმებით.
მევსება თმებით ფილტვები და თოვს, ხარ უფრო ახლო და ვკარგავ თითებს... და სიგარეტის მსუბუქი ბოლი ხატავს მინებზე ბეღურა ჩიტებს.
ნიკა ჩერქეზიშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 985 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|