Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * * - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


3:14 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *
რომ გწყურია
და წყალს მოსვამ,
პირველი ყლუპი ყველაზე გემრიელია,
მერე უფრო სურვილს იკლავენ,
ვიდრე ცხოვრებას აგემოვნებენ.

სიბერე ჩემი საქმე არ არის.

შენი ტუჩების გემო მიყვარს,
შენი სიზმრების სუნი.

მენატრები და,
არასოდეს გეტყვი - მოხვიდე,
იმდენად სხვა რაღაცას ნიშნავს გითხრა - მოხვედი.

სად მიდის ჩვენი სიყვარული,
როცა ვივიწყებთ?
იქ,
სადაც თვითონ უიმისოდ ვერასდროს წავალთ -
ღმერთთან.

ჭრიჭინები რომ ხმაურობენ,
რაღაცას წუხან.
მე როცა მტკივა,
ვყვირი ხოლმე,
ავდგები,
გავალ ტრიალ მინდორში
და ვყვირი.

შეიძლება,
ყველაფერი დავკარგო,
რწმენის გარდა -
როცა ერთად ვართ,
ვარსკვლავები ზეცას ტოვებენ.

ზაფხულია და პირდაპირ იატაკზე ვწევარ.

მარტო ვარ და სხეული არა მჭირდება.

ახლა ჩვენს შორის ცხოვრებაა,
მთელი ეს ხანმოკლე ცხოვრება
და ერთი ღამე.

ნიკა ჩერქეზიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 850 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 bla.ell  
1 Spam
უნიკალურია შენი პოეზია ბავშვობიდან რომ მეტკბილება და მაჟრიალებს ყოველ სიტყვაზე...

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0