მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ბექა აბუთიძე - სიცარიელე / beqa abutidze - sicariele
3:17 PM ბექა აბუთიძე - სიცარიელე / beqa abutidze - sicariele
|
ფარდის სიშიშვლეს ახადეს ფარდა და ფარდის იქით იყო ფანჯარა. ფანჯრიდან უცხო ფანჯრების გარდა, ჩანდა, რომ შენი მოსვლა არ ჩანდა.
ქუჩაზე, სადაც წესით და რიგით შენ უნდა მეცნე, ნაცნობ ცაცხვებთან. ვიცანი "ვიღაც", "ვინმე" და "იგი". ვიცანი სხვებთან წასული სხვები.
კიბეებს შენი ქუსლების ექოს და აყოლილი გზიდან წვიმების, მაგივრად, მძიმე ნაბიჯით ლექავს ხალხი, რომელსაც ვერ დავეწევი.
და ოთახებში შენი ტანის მტვრის ნაცვლად რკალავდა მზის სამაჯურებს, ბუღი, რომელზეც ფილტვებს დავიმტვრევ. ნესტი, რომელიც ვერ მოვარჯულე.
ბექა აბუთიძე
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1059 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|