მთავარი » 2017»ოქტომბერი»11 » ალექსანდრე შურღაია - ეს ის დრო იყო ... / aleqsandre shurghaia - es is dro iko ...
3:37 PM
ალექსანდრე შურღაია - ეს ის დრო იყო ... / aleqsandre shurghaia - es is dro iko ...
ეს ის დრო იყო როცა შენთან დროის ვაგონებს მოჰქონდათ მხოლოდ მოხავერდო მწარე ლირიკა. ახლა ეს წლები უღიმღამო ლექსებს მაგონებს, შენზე,რომ ვწერ და რახანია აღარ გიკითხავ.
მაშინ,ჰო მაშინ არაფერი იყო ისეთი.. შეუძლებელი,უსაშველო ბედდთან თამაში მაგრამ დრო იყო,ჩემს ლექსებსაც ისე ისმენდი, როგორც ტკბილ დედის იავნანას ჩვილი აკვანში.
მაგრამ არავის არ უვლია გზები უეკლოდ. რადგან ფუჭია ყოველგვარი ზღვარის მოვლება. ან ვის უნახავს ეგ თვალები თეთრი,უბელო? ქრისტეს ჯვარცმაში დამწყვდეული მთელი ცხოვრება.
ვის გაუგია ბედნიერი ქალი უკაცოდ?! ან ვის უნახავს სამლოცველო უფლის გარეშე? არის სიცოცხლე,რაღაც სათნო,რაღაც უბრალო და არს სიკვდილი მჭლე ძაღლივით უცხო მხარეში.
მე ახლაც მახსოვს გიკითხავდი ღამით ჭილაძეს, რომ უფრო დიდხანს გვესაუბრა პოეზიაზე."
ალექსანდრე შურღაია
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..