Загрузка...
მუხრან მაჭავარიანი - მოდი, იცრუე, მომატყუე ... / mukhran machavariani - modi, icrue, momatkue - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » მუხრან მაჭავარიანი - მოდი, იცრუე, მომატყუე ... / mukhran machavariani - modi, icrue, momatkue


3:39 PM
მუხრან მაჭავარიანი - მოდი, იცრუე, მომატყუე ... / mukhran machavariani - modi, icrue, momatkue
მოდი, იცრუე, მომატყუე, რაც იყოს_იყოს!
მითხარი, თითქოს კვდები ჩემთვის,
გიყვარვარ თითქოს.
თითქოს შენ ჩემზე ოცნებობდი ჯერ კიდევ მაშინ -
იყავი ოდეს სრულიად ბავშვი.
შენ ხომ სცენაზე წარმატებით ასრულებ ხშირად
ჭეშმარიტებას,
ცბიერებას,
სიცრუეს,
ღალატს..
თუ არა შენი, ვისი ნიჭის წყალობით ბრწყინავს
აურაცხელი ყოფითი დრამა?!
ვით შეყვარება, შეგიძლია გადაყვარებაც.
შენგნით ცოცხლდება სახე ურიცხვი
და ყველაფერი, - იქ რაც ხდება- სათაყვანოა!
დასასრულიც კი.
ჰოდა, შენ , აბა, მოტყუება რად გიღირს ჩემი?
გამომეცხადე ჯულიეტად ერთ საღამოთი,
არ გადმომვარდეს ვეცდები ცრემლი,
რაც იყო- იყოს მომატყუე, იცრუე, მოდი!"

მუხრან მაჭავარიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 871 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0