Загрузка...
მაიმასკო (მაიკო ჯანგულაშვილი) - ნო ორდინარი / maimasko (maiko jangulashvili) - no ordinary - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » მაიმასკო (მაიკო ჯანგულაშვილი) - ნო ორდინარი / maimasko (maiko jangulashvili) - no ordinary


3:42 PM
მაიმასკო (მაიკო ჯანგულაშვილი) - ნო ორდინარი / maimasko (maiko jangulashvili) - no ordinary
ჩვენი შემოდგომა no ordinary-რი,
იხდის და შიშველი ქალივით ჩუმდება,
ნერვების მოშლამდე სენტიმენტალური
გავხდი და ბოლო დროს გულიც მიჩუყდება.
ვხვდები,რომ შენამდე ძალიან შორია
და ცისკენ ვუჩქარებ რატომღაც ნაბიჯებს,
შენ,ძაან შეშლილს და მე-პარანოიას,
ყველა ბანალური პროცესი გვაგიჟებს.
სხვაგან ყველაფერი ხდება ჩვეულებრივ.
შენ მე დამიფიცე, შენ ხომ მე დამპირდი
მეყვარებიო და ახლა მეუბნები,
რომ უნდა დამტოვო, უჩემოდ გაფრინდე...
იქ,სადაც ყვითელ მზეს გაუჩნდა ლაქები,
იქ,სადაც ღრუბელსაც ურევენ აკვარელს,
იქ,სადაც იწყები და აღარ მთავრდები
და ფრთები ამოსდით ქუჩებში მანქანებს...

ასეთი შეგრძნება ჯერ არა მქონია,
მე მიყვარს ეგ შენი ფერადი სამყარო;
ძალიან ბავშვური გავხდი და მგონია
ვიტირებ,თვალები ცოტაც რომ დავხარო.

მაიმასკო - მაიკო ჯანგულაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1255 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0