Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი) მხრები (დარჩენა) - თეკლას / nika cherkezishvili - ma (meeqvse leqsi) mkhrebi (darchena) - - 11 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 11 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი) მხრები (დარჩენა) - თეკლას / nika cherkezishvili - ma (meeqvse leqsi) mkhrebi (darchena) -


4:02 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი) მხრები (დარჩენა) - თეკლას / nika cherkezishvili - ma (meeqvse leqsi) mkhrebi (darchena) -
ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი)
მხრები (დარჩენა)

თეკლას

მა,
იწერება ლექსები ასე,
თითქოს ჭერიდან ღვთის მადლი ჟონავს.
დგას აწმყო, ჩემი ფიქრებით სავსე
შენს მომავალზე. შეგიკრავ ზონარს
ფეხსაცმელზე და აგიყვან ხელში,
მა,
შენ ყოველთვის წვდებოდი ჩემს მხრებს,
ამ მხრებს,
რომლებსაც აწყვია ქეშად
ვალაუვალი დღეები. მტეხენ
სახსრებში,
ძვლებში ის ღამეები,
რომელთაც თვითონ ვტეხდი
და მა, მა,
მიწევს თამაში ბედნიერების,
მაშინ როდესაც ცხოვრება დრამას
სთავაზობს (მხოლოდ) ჩემნაირ კაცებს,
ვინც ნაპირზე არ გამოირიყა.
მე ვინ ვარ, ჯვარზე უფალი აცვეს.
მა,
არ გამოდის,
რომ კარგად ვიყო.
დრო ზედაპირულ ტკივილებს არჩენს,
სიღრმეში მუდამ ცხელია ლავა.
მინდა გჯეროდეს, რომ შენთან დავრჩი,
მაშინ,
როდესაც აქედან წავალ.

ნიკა ჩერქეზიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1097 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, poetry, poeziya | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0