Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ლექსი თამთას / irakli deisadze - leqsi tamtas - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ირაკლი დეისაძე - ლექსი თამთას / irakli deisadze - leqsi tamtas


2:43 PM
ირაკლი დეისაძე - ლექსი თამთას / irakli deisadze - leqsi tamtas
დილით ყოველთვის ვბრუნდები გვიან,
თან დაქანცული, როგორც მარხული
და ჩემს ცხოვრებას ამ წუთას ჰქვია:
თამთა, წიგნები და სამსახური.

ხალხი იგივე დამიხვდა იქაც,
თავდახრილი და თვალებ დათხრილი,
ცხვარი ცხვარია, გავივლებ ფიქრად,
უსუსური და პატივაყრილი.

თანასწორობა თავივით მიყვარს,
ჰაიდა, გუდა მოვიგდო უნდა...
და რა აზრი აქვს წარმოვთქვა სიტყვა,
როცა მათ თვალშიც მტყუანი ვარ მუდამ,

ვისაც ვიცავ და თანაც ვერ ვიცავ,
ვის გამოც ვარ და საქმეს ვახურებ,
ასეთ სამსახურს ჰქვია შერისხვა
და ამ შერისხვას არ ვიმსახურებ.

გავს ის ადგილი თითქოს აგორას,
წამების რაღაც ფორმაა მასში.
მე ვქვეითდები ,,ამბასადორთან"
და მერე ფეხით ვბრუნდები სახლში.

და თან ყოველთვის ვბრუნდები გვიან,
დაღლილი, როგორც სულით მარხული
და ჩემს ცხოვრებას ამ წუთას ჰქვია:
თამთა, წიგნები და სამსახური.

ირაკლი დეისაძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1309 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, irakli deisadze, ლექსები, პოეზია, leqsebi, ქაღალდის თვითმფრინავები, qaghaldis tvitmfrinavebi, leqsi, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0