Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - გულგაყინულებს როგორც სჩვევიათ... / torrnike narozauli - gulgakinulebs rogorc schveviat... - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » თორრნიკე ნაროზაული - გულგაყინულებს როგორც სჩვევიათ... / torrnike narozauli - gulgakinulebs rogorc schveviat...


2:46 PM
თორრნიკე ნაროზაული - გულგაყინულებს როგორც სჩვევიათ... / torrnike narozauli - gulgakinulebs rogorc schveviat...
გულგაყინულებს როგორც სჩვევიათ,
გამოვაცხადე სრული ემბარგო -
ჩემი ტკივილი მხოლოდ ჩემია,
სხვა დანარჩენი
ღმერთმა შეგარგოთ.

ნუ შეეხებით ჩემს სიმარტოვეს!
უსმინეთ
თქვენთვის
ძვირფას ავტორებს.
და მე დამტოვეთ. მარტო დამტოვეთ.

უცქირეთ თქვენთვის ძვირფას ნახატებს,
ადამიანებს - მოძრავ სტიკერებს.
მე კი, სიმწრით რომ არ ავხარხარდე,
პირს კვლავ ღიმილით ამოვიკერავ.

სწორედ ეს არის ჩემი სისუსტე
და ჩემი ძალაც. (გაგეცინებათ).
თქვენ
თქვენი
წილი სითბო ისუნთქეთ,
ჩემი სიცივე მე შემცივდება.

ნუ შეეხებით ჩემ სიმარტოვეს!
უსმინეთ
თქვენთვის
ძვირფას ავტორებს,
და მე დამტოვეთ. მარტო დამტოვეთ.

ილაპარაკეთ ჩემი სიჩუმის
სანაცვლოდ ჩემზე თქვენს მეგობრებთან,
სიყვარულს როგორ ვერ ვინარჩუნებ,
როცა ღალატი წინ მეღობება...

რაღა თქმა უნდა სიტყვა ღალატის
გამოკლებით ან გადანაცვლებით,
თქვენ მართალი ხართ,
ჩირად არა ღირს
ჩემი უბრალო სიტყვის მარცვლები;

და გამოყრილი ტანზე ეკლებად
ნერვებისა და შიშის ტანდემი.

გული ყოველთვის ღია მექნება,
მაგრამ გთხოვთ,
ყველა ნუ შებრძანდებით.

ნუ შეეხებით ჩემ სიმარტოვეს!
უსმინეთ
თქვენთვის
ძვირფას ავტორებს,
და მე დამტოვეთ. მარტო დამტოვეთ!

თორრნიკე ნაროზაული


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 776 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, torrnike narozauli, ქაღალდის თვითმფრინავები, qaghaldis tvitmfrinavebi, leqsi, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0