Загрузка...
ტიციან ტაბიძე - მელიტას "დადაისტური მადრიგალი" / tician tabidze - melitas "dadaisturi madrigali" - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ტიციან ტაბიძე - მელიტას "დადაისტური მადრიგალი" / tician tabidze - melitas "dadaisturi madrigali"


3:14 PM
ტიციან ტაბიძე - მელიტას "დადაისტური მადრიგალი" / tician tabidze - melitas "dadaisturi madrigali"
ყველაზე უფრო არცხვენს
ჩემს სახელს – ტიციანს –
ძველი ხავერდის ტიციანთან შედარებით
დახეული კანაპები.
სულაც არ ელოდი
ალბათ, ტიციან, ასეთ ორეულს?…
მერი შერვაშიძე (გიგო დიასამიძის
ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ჰხატა)
კითხულობს ამ ლექსს და ეღიმება;
წინათ ღვთისმშორელს ეს სახე ჰქონდა,
წინათ უშენებდნენ ამ ქალებს ტაძრებს…
თავზე დამცქერის მერი შერვაშიძე
(სანდრო ყანჩელის ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ხატა).
შენ კი, მელიტა, ალბათ უყურებ
ტიუტჩევის და რომის ცას.

. . .

ჩვენი თბილისი კი თანდათან ძირს იწევს,
მაგრამ მიწისძვრა მაინც იგვიანებს!

ტიციან ტაბიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 914 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, karlo kacharava, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, კარლო კაჭარავა, ლიკა კაჭარავა, leqsi, lika kacharava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0